Saturday, August 28, 2010

ალმასი "ცისფერი იმედი"

    ალმასი, სახელწოდებით _ "ცისფერი იმედი" მილიონი წლის განმავლობაში იყო ჩამარხული ინდოეთის მიწაში, ოთხიოდე საუკუნის წინ იპოვეს და საკმაო დროის განმავლობაში ინდურ ღვთაება სიტას ქანდაკებას ამშვენებდა. ამ პერიოდის განმავლობაში, მას რელიგიური ადამიანებისათვის სიკეთის მეტი არაფერი მოუტანია. 

   ავანტიურისტმა ჟან ბატისტამ, 1642 წელს, ალმასი ღვთაებას მოჰპარა და აქედან იწყება ყველა მისი შემდგომი მფლობელის (და არა მარტო მფობელის, არამედ ნებისმიერის, ვინც ერთხელ მაინც შეეხო მას) ტრაგედია _ ჟან ბატისტამ ალმასი საფრანგეთში გასაყიდად ჩამოიტანა. მალე ის ქუჩაში გამვლელების თვალწინ ძაღლებმა დაგლიჯეს; ალმასის საფრანგეთში ჩამოტანას თან მოჰყვა შავი ჭირი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა; 
   1679 წელს ალმასი ლუი XIV-მ მარკიზა დე-მონესპანს აჩუქა _ მარკიზა დაავადდა, ლუი XIV განგრენით გარდაიცვალა; შემდეგი მფლობელი მარკიზა დე-პომპადური ფილტვების ანთებას შეეწირა; შემდეგ ალმასი გადადის ლუი XVI _სა და მარია ანტუანეტას ხელში. ერთხელ დედოფალმა ალმასი პრინცესა ლამბალს ათხოვა დროებით. როგორც ცნობილია, მეფე_დედოფალს თავები მოჰკვეთეს, პრინცესა კი, პირდაპირიგაგებით, გამხეცებულმა ბრბომ დაგლიჯა.
    თავს აღარ შეგაწყენთ, გეტყვით ერთს _ პირადად მე, ამ ალმასის _ "ცისფერი იმედის" (დაუკვირდით მის სახელში რაოდენ დიდი ირონიაა) ოცამდე მფლობელი დავთვალე. ნებისმიერი, ვინც მიეკარა ალმასს, ცხრა წლის ბავშვით დაწყებული, მსახურით, იუველირით და ხელოსნით დამთავრებული ან გონებას კარგავდა, ან ტრაგიკულად იღუპებოდა. დღეს "ცისფერი იმედი" ა.შ.შ.-ს ნაციონალურ მუზეუმშია გამომწყვდეული და ალბათ ყველა (ვინც მისი ისტორია იცის) შორიდან უვლის მას.






წყარო: _ "შესაძლებლის აღსრულება", თამაზ ბუთხუზი;


1 comment:

  1. Why do online casinos pay you money? - Work
    online gambling is one of febcasino the most 샌즈카지노 popular types of online งานออนไลน์ casino games to gamble for money. Online casino games are played in real money casinos.

    ReplyDelete